About Us

პროექტის შესახებ

პროექტი ქართული მოზაიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის, „რიბირაბო“-ს მიერ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ინიციატივას ასევე მხარს უჭერენ შემდეგი ორგანიზაციები და პიროვნებები: FOOD ALLIANCE, SICPA, BLAUENSTEIN, ჟან-პატრიკ ვუაზენი და მეჰმეთ ქოჩაქი.

პროექტის არსი

ვებგვერდის მიზანია საბჭოთა პერიოდის ქართული მოზაიკური ხელოვნების ნიმუშების ერთ ვირტუალურ სივრცეში თავმოყრა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ქართული მოზაიკისთვის, რომლის განმავლობაშიც ასობით შედევრი შეიქმნა. ბევრი მათგანი გამორჩეული ქართველი ხელოვანების ნამუშევრებია, რომელთა გვარებიც პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ.
დღევანდელი მსოფლიო დიდ ყურადღებას უთმობს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, მოზაიკური პანოები იშვიათად არის კანონმდებლობით დაცული. შედეგად, ზოგჯერ მათ უგულებელყოფენ და ანადგურებენ კიდეც. ამასთან დაკავშირებით, გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენდა 2021 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მეოცე საუკუნის მოზაიკის საფუძვლიანი ინვენტარიზაციის ჩატარება და მოზაიკების პასპორტების ინდექსის დანერგვა. უნდა აღინიშნოს, რომ მოზაიკა არ არის ხელოვნების არქაული ფორმა. მოზაიკები იქმნებოდა ძველ რომში, ძველ საბერძნეთში, ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და საბჭოთა კავშირში.
მოზაიკა იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საშუალებიდან, რომლებიც ქალაქების დეკორაციაში გამოიყენებოდა. მოზაიკა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია სტრუქტურის ექსტერიერსა და ინტერიერში. ამავდროულად, მოზაიკა არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც იმავე სტრუქტურის განყენებულ ნაწილად, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიზაინი კონკრეტულ ობიექტთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის.
მოზაიკა უკვე ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, შესაბამისად, საჭიროა, დავიბრუნოთ მისით ბავშვივით ან ტურისთივით აღფრთოვანების უნარი. ამასთან ერთად, მარტივდება თვალყური ვადევნოთ იდეოლოგიის განვითარების ისტორიას მოზაიკის საშუალებით თვალყური ვადევნოთ, გავერკვეთ წარსულის ყოველდღიურ ცხოვრებაში და, უფრო მეტიც, გავიგოთ თუ რისი სჯეროდათ და რას ხედავდნენ სიზმრად წარსულში.
მოზაიკა უნდა განიხილებოდეს არამხოლოდ როგორც ხელოვნების ნიმუში, არამედ როგორც უნიკალური ისტორიული დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს ერთ ან რამდენიმე ისტორიულ ეპოქას სახვითი ხელოვნების ენის გამოყენებით. ამ სახის ისტორიული მტკიცებულებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული და გადაეცეს მომავალ თაობებს.
ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რაც მოგეხსენებათ, აუცილებელია ეროვნული თვითიდენტიფიკაციისთვის. საბჭოთა პერიოდის ქართული მოზაიკა გამორჩეულია იმით, რომ მათი იკონოგრაფია ხშირად ეყრდნობა ფოლკლორის ელემენტებს, საბჭოთა ეპოქამდელ ისტორიულ მოვლენებსა და ქართული ლიტერატურის ოსტატთა შემოქმედებას. გარდა ამისა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მრავალი ქართული მოზაიკა მიმართულია პოსტმოდერნულ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ავანგარდული თემებისკენ. არ არის გამორიცხული, რომ საბჭოთა პერიოდის მოზაიკა განასახიერებს პოსტმოდერნული პერიოდის ქართული სახვითი ხელოვნების არსს.

პროექტის სამომავლო გეგმები

ყოფილა მცდელობები მომხდარიყო საბჭოთა პერიოდის მოზაიკის ამოცნობა და დახასიათება. მაგრამ სამწუხაროდ, წიგნებში აღწერილი და ინტერნეტში ნაპოვნი ძირითადი მოზაიკები დღეს ხელმისაწვდომი აღარ არის.
მონაცემთა ბაზის შექმნით, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა მოზაიკა სრულყოფილად შეგროვდეს, დოკუმენტირდეს და ბაზაში აისახოს. პროექტზე მუშაობისას მივხვდით, რომ საჭირო გახდებოდა ანტიკური პერიოდის მოზაიკით დაწყებული ქართული მოზაიკური ხელოვნების მთელი მრავალმხრივი პალიტრის წარმოდგენა. პალიტრა მოიცავს მოზაიკებს ანტიკური პერიოდიდან (რომლებიც აღმოჩენილ იქნა არქეოლოგიური გათხრების შედეგად) და დამთავრდება ოცდამეერთე საუკუნის, თანამედროვე ქართული მოზაიკური პანოებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში მოზაიკის ხელოვნების ტრადიციის გაგრძელებასა და განვითარებას. აღნიშნული ნამუშევრები უახლოეს მომავალში განთავსდება ვებგვერდზე. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდი „ცოცხალი ორგანიზმს“ წაროადგენს.
ჩვენ ვარჩიეთ გამოგვეყენებინა მომხმარებლებთან პირდაპირი ურთიერთობის საშუალება და გვსურს თქვენ, ვებგვერდის ძვირფასო მომხმარებლებო, მოგმართოთ თხოვნით: სავარაუდოდ, ნამუშევრების აღრიცხვისას ჩვენ ვერ მოვიპოვებთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მოზაიკას. ჩვენ გვსურს რომ მონაცემთა ბაზის სია კიდევ უფრო გამდიდრდეს, ასე რომ, თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას რომელიმე მოზაიკის შესახებ, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე არ არის აღრიცხული, გთხოვთ შეგვატყობინოთ მათ შესახებ. ჩვენ გულდასმით შევისწავლით თქვენს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას და თქვენი კონტრიბუცია ვებგვერდზე პუბლიკაციის ავტორის (ანუ თქვენი) ბმულით აისახება.

ჩვენი ლოგო

ვებგვერდისთვის შევქმენით უნიკალური ლოგო, რომელიც ეფუძნება დიდი ქართველი მხატვრის, ვიქტორ ჭუმბურიძის დიდი ხნის დაკარგული მოზაიკის დეტალის გრაფიკულ რეპროდუქციას. ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქტორ ჭუმბურიძის ყველა მოზაიკას ჩვენამდე არ მოუღწევია. მათ შორისაა მის მთავარ შედევრი, ხაშურის ძველი სამრეწველო კომპლექსის კედელზე, 1970-იან წლებში შექმნილი მოზაიკური პანო. ამ საოცარი მოზაიკის შესახებ მხოლოდ სურათებია შემორჩენილი. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს ვებგვერდზე გადმოგვეტანა ამ ნამუშევრის ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც ასახავს ბუს, რაც მიგვითითებს რომ ნამდვილი ხელოვნება უკვდავია. როგორც თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსმა, მიხეილ ბულგაკოვმა აღნიშნა, „ხელნაწერები არ იწვის!“.

ჩვენი გუნდი

პროექტის კოორდინატორი: შორენა ციცაგიi
ვებ-გვერდის კონცეფციის შემქმნელები: ქართული მოზაიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი „რიბირაბო“,
*ირინა ქოჩაქი,
*ლუსინ ბრადონი,
*ნატალია ამირეჯიბი დე პიტა
კომპიუტერული მხარდამჭერა: infinity.ge მოწოდებული ინფორმაციისა და ფოტომასალისთვის უღრმეს მადლობას ვუხდით:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
მიხეილ ანდრიაძეს
მედეა ჭკადუას
ვალერია კიკვაძეს
რამაზ ბოლქვაძეს
მელანი ჰამილტონს
ქსენია დორკინას
ელენა ვორობიევას
მარალ ოზაროვას
აკა ხერკელაძეს

საავტორო უფლებები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყველა ფოტო და საინფორმაციო მასალა დაცულია კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. მასალების გამოქვეყნება შესაძლებელია მხოლოდ ავტორების თანხმობითა და ვებგვერდის ბმულის მითითებით.

For a successful essay, there are a number of points to be considered. First, you need to select a subject. Some topics are better for you than other ones. best writing service essaysonline.org For instance, you could choose "Russia" to provide some overviews but not conduct a detailed analysis. Also, you must be certain regarding the goal for your paper.

Look for an escort lady within Dubai with a clean shave and well-spoken. Most of them have at least a basic level of English and a good level of communication. dubai escort girl They do not offer sex for free, however they are charged for their friendship. There are also women offering intimate services such as BDSM or anal.